იცნობთ ადამიანს, რომელიც ნობელის პრემიებს გასცემს და იმავდროულად ხმლებს ყლაპავს? ჰანს როსლინგი შვედეთის მეცნიერებათა აკადემიისა და ხმლის მყლაპველთა ასოციაციის წევრია. ცნობილი ექიმი-ეპიდემიოლოგი და სტატისტიკოსი, TED-ის კონფერენციების ხშირი სტუმარი მიიჩნევს, რომ დღეს მსოფლიო უკეთესია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ამბობს, რომ გენმოდიფიცირებული საკვები საფრთხის შემცველი სულაც არაა, რომ ღარიბი ქვეყნების გამდიდრების გზა ნახშირორჟანგის გამონაბოლქვზე გადის.
როსლინგი თბილისში გაეროს მოსახლეობის ფონდის მოწვევით ჩამოვიდა და ორი საჯარო ლექცია გამართა. თეორემას მეორე ნაწილში ჰანს როსლინგთან ინტერვიუს გთავაზობთ.




