თეორემა

მართლმადიდებელი ეკლესია და კრიმინალური სამყარო

რამდენიმე დღის წინ, პაპმა ფრანცისკემ მაფიის ექსკომუნიკაცია გამოაცხადა. პონტიფექსმა წინამორბედების ტრადიცია გააგრძელა და ორგანიზებული დანაშაულის წევრები ეკლესიისგან განკვეთა. იტალიის სამხრეთში სტუმრობისას კათოლიკე ეკლესიის ლიდერმა განაცხადა, რომ მაფიოზური სინდიკატები „ბოროტების თაყვანისცემაა" და ისინი დაუყოვნებლივ უნდა მოექცნენ და შეინანონ.

თანამედროვე კათოლიკე ეკლესიაში სასტიკად ისჯება მაფიასთან სასულიერო პირთა ნებისმიერი კავშირი, მათ შორის მათგან შემოწირულობების მიღება. სინანულის შემთხვევაში კი სასულიერო პირისგან შენდობას დამნაშავე მხოლოდ მას მერე იღებს, რაც ის ხელისუფლებას ჩაბარდება.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებს კათოლიკე ეკლესიისგან განსხვავებული მიდგომა აქვთ. აი რას ამბობს სამების საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ილია ნასიძე კრიმინალებისგან მიღებულ შემოწირულობაზე: "თუკი ტაძარი შავი სამყაროს წარმომადგენელმა ააგო, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ ადამიანს ხომ შეეძლო ამ ფულით ბილწი საქმეები ეკეთებინა, ნარკოტიკი ეყიდა, ანუ ნებისმიერ ცუდ საქმეებში დაეხარჯა იგი. ეს ადამიანი კი თავისი საქციელის გამო შეიძლება სინანულშია, ბოროტის ქმნის ნაცვლად ტაძარს აგებს. თუ ამას არ ვცნობთ, მაშინ არც სინანულისა და აღსარების გვჯერა."

მართლმადიდებელი ეკლესია და კრიმინალური სამყარო - ამ თემაზე ვმსჯელობთ თეორემას პირველ ნაწილში.

კომენტარები