გრიბაუსკაიტე საქართველოს: გილოცავთ ევროპულ არჩევანს

ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ ასოცირების საქართველოს მიერ ხელშეკრულების ხელმოწერასთან დაკავშირებით მიმართვა გაავრცელა.

"ძვირფასო ქართველებო, დღეს ევროკავშირი ხელს აწერს ასოცირების შეთანხმებას საქართველოსთან. მივესალმები და გილოცავთ ევროპულ არჩევანს. ეს არის გზა მეტი თავისუფლებისკენ, დემოკრატიისკენ და ევროპული კეთილდღეობისკენ. ლიტვა და ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანა თქვენ მტკიცე პარტნიორად ვრჩებით. ეს ჩვენი საერთო შესაძლებლობაა გაგიზიაროთ ის საუკეთესო, რაც გაგვაჩნია – ღირებულებები და პარტნიორიობა. ეს უდიდესი დღეა ევროპისთვის, რადგან ქართველმა ხალხმა ნდობა გამოუცხადა ევროპული ცხოვრების წესს. ძვირფასო საქართველოს მოქალაქეებო, გილოცავთ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას და მოგესალმებით ევროპულ ოჯახში", - აღნიშნა დალია გრიბაუსკაიტემ.

კომენტარები