NATO-საქართველოს ურთიერთობა

ბოკერია: 2008 წელს, MAP-ის არმოცემამ ხელი შეუწყო რუსეთის აგრესიას

გიგა ბოკერია
tabula.ge

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივნის გიგა ბოკერიას შეფასებით, "რუსეთის მხრიდან საფრთხე არსებობს, ის არსად წასულა და გაძლიერდება მანამ, სანამ, ერთი მხრივ, არ იარსებებს საქართველოს ხელისუფლების მყარი ნება, რომ გადადგას ნაბიჯები სწორი მიმართულებით და მზაობა, რომ დაუპირისპირდეს ამ აგრესიას საერთაშორისო ასპარეზზე და, მეორე მხრივ, სანამ კიდევ უფრო არ გაძლიერდება საერთაშორისო თანამეგობრობის რეაქცია პუტინის აგრესიულ პოლიტიკაზე".

გიგა ბოკერიას თქმითვე, 2008 წელს, ბუქარესტმა მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, როცა NATO-ს წევრებმა განაცხადეს, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი.

"მაგრამ MAP-ის არმიცემამ აჩვენა განხეთქილება NATO-ს წევრებს შორის და დაასუსტა წარმოდგენა მის შესახებ. ამან ხელი შეუწყო რუსეთის აგრესიას", - აღნიშნა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა.

NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაის განცხადებით, ის, რაც 2008 წელს მოხდა, ნამდვილად უკავშირდებოდა ბუქარესტის გადაწყვეტილებას. 

კომენტარები