თეორემა

როგორ გავუმკლავდეთ შეუწყნარებლობას გამოხატვის კრიმინალიზების გარეშე

გასული წლის 18 მაისს, ოპერის წარმატებულმა მომღერალმა, თამარ ივერმა საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს წერილი მიწერა. წერილში ის ჰომოსექსუალებზე ძალადობის წინააღმდეგ გამართული აქციის "50 აწივლებულ მონაწილეზე" საუბრობს და სიამაყეს გამოხატავს იმ ფაქტის გამო, რომ ამ ადამიანებს ქართულმა საზოგადოებამ "გვარიანად შეაფურთხა". ოპერის აწ უკვე წყალშემდგარი დივა ჰომოსექსუალებს ფეკალურ მასებს ადარებს და სააკაშვილს სთხოვს ნუ ეწევა მათ პროპაგანდას.

ივერის წერილი მალევე ითარგმნა და გაეგზავნა პარიზის ეროვნული ოპერის დირექტორს, სადაც მას რამდენიმე დღეში კონცერტი უნდა ჰქონოდა - ივერის კონცერტი ჩაიშალა. ამ ამბიდან ერთი წლის თავზე, კი ავსტრალიისა და ბრუსელის ოპერებმა გაწყვიტეს მასთან კონტრაქტი.

გადაცემის ბოლოს ივერის გარშემო დატრიალებულ მოვლენებს მიმოვიხილავთ და ვმსჯელობთ იმაზე, თუ როგორ გავუმკლავდეთ შეუწყნარებლობას სიტყვის შეზღუდვის გარეშე.

სტუმრები: ქეთი დევდარიანი, გიორგი ნონიაშვილი, ნინო ცინცაძე, თეიმურაზ გუგუშვილი.

კომენტარები