ენმ-ის რუსთავის მერობის კანდიდატი თავის კონკურენტს საჯარო დებატებში იწვევს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რუსთავის მერობის კანდიდატი მამუკა ჩიქოვანი თავის კონკურენტს ტელედებატებში იწვევს. ჩიქოვანის თქმით, ის მზად არის დავით ჯიქიასთან რუსთავის პრობლემებზე ყველა ნაციონალურ არხზე საჯაროდ ისაუბროს.

"რუსთავს და რუსთაველებს ძალიან ბევრი პრობლემა აწუხებთ. შესაბამისად, მინდა, ამ პრობლემებზე სასაუბროდ თემატურ დებატებში გამოვიწვიო ჩემი კონკურენტი ყველა ნაციონალურ არხზე. მინდა, ვისაუბროთ რუსთავზე, რუსთაველების პრობლემებზე, რუსთავის განვითარებასა და რუსთავის მომავალზე", - განაცხადა მამუკა ჩიქოვანმა.

15 ივნისს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა ხმათა 29.23% აიღო, ქართული ოცნების კანდიდატმა კი 40.49%. მერის გამოსავლენად რუსთავშიც არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

კომენტარები