საქართველოს საგარეო ურთიერთობები

ვაშაძე: საგარეო საქმეთა სამინისტრო სამარცხვინო საქმეში გარიეს

2014 წლის 15 ივნისს ადგილობრივი არჩევნების პირველი ტური ჩატარდა. ალბათ ბევრმა ჩათვალა, რომ არჩევანი გაკეთდა და ისტორია დამთავრებულია. საქმე იმაშია, რომ ადამიანს არჩევანის გაკეთება ყოველ დღე უწევს. არასწორი არჩევანის შედეგები, მეგობრებო და არამეგობრებო, დიპლომატებო და არადიპლომატებო, აუცილებლად, უეჭველად დაგხვდებათ წინ. და არ გაგიკვირდეთ, რომ თქვენი არაპროფესიონალიზმი და კონფორმიზმი საზოგადოების სათანადო შეფასებას ღებულობს ამ წუთს და მიიღებს მომავალში. სამარცხვინო საქმეში გარიეს საგარეო საქმეთა სამინისტრო და ქართული დიპლომატია. სავალალოა, რომ ზოგიერთმა ქართველმა "დიპლომატმა" ასეთი ენთუზიაზმით ჩაყვინთა ყავისფერ სუბსტანციაში.

წერს გრიგოლ ვაშაძე საკუთარ facebook გვერდზე.

კომენტარები