მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალი

მოსკოვის კინოფესტივალზე ჟიურის ერთ-ერთი წევრი ლევან კოღუაშვილია

russianmind.com

რუსეთის წინააღმდეგ სანქციებმა მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალი ძალიან დააზარალა - ამის შესახებ ფესტივალის დირექტორმა ნიკიტა მიხალკოვმა განაცხადა.

რუსი რეჟისორის თქმით, ქვეყანას სანქციები აქვს დაკისრებული და ამის გამო ზოგი ერიდება მოსკოვში ჩამოსვლას, ზოგს ეშინია, თუმცა ფესტივალი არ კვდება.

”უცნაური იქნებოდა, რომ სანქციები მთელ ქვეყანაზე აისახა და კინოფესტივალზე არ ასახულიყო”, - განაცხადა მან.

მოსკოვის 36-ე კინოფესტივალზე ჟიურის ერთ-ერთი წევრი ქართველი რეჟისორი ლევან კოღუაშვილი იქნება. ”ქუჩის დღეების” რეჟისორმა მოსკოვში თავისი ახალი ფილმი ”შემთხვევით პაემნები” ჩაიტანა.

მოსკოვის კინოფესტივალი 19-28 ივნისს გაიმართება. მთავარ საკონკურსო პროგრამაში 16 ფილმს აჩვენებენ, სულ კი კინომოყვარულებს 397 ნამუშევრის ხილვა შეეძლებათ. 

კომენტარები