საქართველოს ხელისუფლების მეთაურისა და სხვა წარმომადგენლების რიტორიკის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ქართულ ოცნება არაფერზე დაფიქრებულა, გარდა იმისა თუ რა მეთოდით შეძლებდა ექცია ოცდაორი ექვსად, ხოლო ორმოცდაათი სამოცდაშვიდად. პრემიერმა გადაწყვიტა პირადად განემარტა თუ რა ლოგიკით მიიღო ნაციონალურმა მოძრაობამ სინამდვილეში 6% ხოლო ოცნებამ 67% და დაემუქრა ყველას, ვინც სიცრუის ტირაჟირებას გაბედავს და ამ უცნაურ საარჩევნო მათემატიკას არ დაეთანხმება.
პრემიერს, რომელიც მანამდე ტრაბახობდა, რომ ყველა დაპირება შეასრულა, არცერთი სიტყვით არ აუხსნია რამ განაპირობა ქართული ოცნების მხარდაჭერის 12 პროცენტიანი კლება, ან რას აპირებს მისი პოლიტიკური ძალა მხარდაჭერის ეროზიის შესაჩერებლად, მაგრამ ამაზე ჩვენ ვსაუბრობთ თეორემას პირველ ნაწილში.
სტუმრები: ლაშა ბაქრაძე, ვატო ლეჟავა,რომან გოცირიძე, ვახტანგ ძაბირაძე.




