ნორლანდი: იმედს გამოვთქვამ, რომ მეორე ტური სათანადოდ ჩატარდება

ამერიკის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი იმედს გამოთქვამს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური სათანადოდ ჩატარდება. 

"დიდი ბრიტანეთისა და ნიდერლანდის საელჩოებთან ერთად, განცხადება უკვე გავაკეთეთ. ჩვენმა ჯგუფებმა განახორციელეს მონიტორინგი უამრავ უბანზე და ვთქვით კიდეც, რომ ეს არჩევნები ჩატარდა სანდო გარემოში და ასახავდა ამომრჩევლის ნებას. საქართველოში ახლა უფრო მაღალია პლურალიზმი იმ პერსპექტივით, რომ ივლისში განმეორებითი ტური იქნება. ის დარღვევები, რომლებიც გამოვლინდა, უნდა შეისწავლონ და იმედს გამოვთქვამ, რომ მეორე ტური სათანადოდ ჩატარდება" - განაცხადა ნორლანდმა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბოლო მონაცემებით, არჩევნების მეორე ტური თბილისსა და შვიდ თვითმმართველ ქალაქში, ასევე, ცამეტ თვითმმართველ თემში გაიმართება.

კომენტარები