ევროკავშირი: მეორე ტურამდე პერიოდში მიუღებელი უნდა იყოს ძალადობა და დაშინება

ევროკავშირის განცხადებით, საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებული დაშინება და ძალადობა შეშფოთების საგნად რჩება. განცხადებაში წერია, რომ მსგავსი ფაქტები მეორე ტურამდე პერიოდში ყოვლად მიუტევებელია. ევროკავშირის შეფასებით, დარღვევების მიუხედავად, 15 ივნისის არჩევნები საქართველოს შემდგომი დემოკრატიული განვითარებისკენ გადადგმული ნაბიჯია.

"ვულოცავთ ამომრჩევლებს და კანდიდატებს 15 ივნისს საქართველოში ადგილობრივი არჩევნების პირველ ტურში მონაწილეობას. ეს არჩევნები საქართველოს შემდგომი დემოკრატიული განვითარებისკენ გადადგმული ნაბიჯია. ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ ადგილობრივი დამკვირვებლების დასკვნებს. არჩევნებზე აღინიშნებოდა გაუმჯობესებები საარჩევნო პროცესში და ქალების გაზრდილი მონაწილეობა. ამავე დროს, შეშფოთების საგნად კვლავაც რჩება კამპანიასთან დაკავშირებული დაშინება და ძალადობა. ყოვლად მიუტევებელი უნდა იყოს ძალადობა ან დაშინება მეორე ტურამდე პერიოდში, რომელიც რამდენიმე ოლქში გაიმართება. ფუნქციონირებადი დემოკრატიული საზოგადოების მნიშვნელოვანი ელემენტებია როგორც ანგარიშვალდებული მთავრობა, ისე კონსტრუქციული ოპოზიცია. ევროკავშირი მოუწოდებს ყველა მხარეს, ერთად იმუშაონ ახალ ადგილობრივ ადმინისტრაციებში საქართველოს ინტერესებისთვის", - ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში. 

კომენტარები