იმედი: მენეჯმენტში არ განხორციელებულა არანაირი საკადრო ცვლილება

ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ტელეკომპანიის მენეჯმენტში არ განხორციელებულა არანაირი საკადრო ცვლილება - ნათქვამია ტელეკომპანია იმედის მიერ 16 ივნისის 19:00 საათზე გავრცელებულ განცხადებაში

შეგახსენებთ, რომ 15 ივნისს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტელეკომპანიის ტოპმენეჯმენტში ცვლილებები განხორციელდა და დაითხოვეს გენერალური დირექტორის 2 მოადგილე და საინფორმაციოს უფროსი. 

ტელეკომპანიის ინფორმაციით, ეგზითპოლების შემსრულებელ კომპანიასთან ირკვევა ოფიციალურ წინასწარ შედეგებს შორის არსებული ცდომილების მიზეზებს და მოგვიანებით გააკეთებს შესაბამის განცხადებას. 

კომენტარები