პრემიერი: თუ მეორე ტური გახდა საჭირო, არც ეს იქნება ტრაგედია

საქართველოს მთავრობა

საქართველოს პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, "მე ვფიქრობ, რომ ჩვენ, ჩვენი პოლიტიკური ძალა ყველა ქალაქში, ყველა რაიონსა და სოფელში ლიდერობს და მიმაჩნია, რომ არ უნდა გახდეს საჭირო მეორე ტური, თუმცა თუ მეორე ტური იქნება, არც ეს იქნება ტრაგედია". როგორც ღარიბაშვილმა ვაკის საარჩევნო ოლქის 11-ე უბანზე ხმის მიცემის შემდეგ აღნიშნა, მეორე ტური კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ საქართველო არის მაქსიმალურად გამჭვირვალე, დემოკრატიული სახელმწიფო.

"მცირე ხარვეზები იყო, მე ვნახე, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს ხარვეზები დროულად გამოსწორდება. ვიცი, რომ ძალიან ეფექტურად მუშაობს ცესკო, სამართალდაცავი ორგანოები და  ყველა ხარვეზს დროულად აღმოფხვრიან" - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

კომენტარები