ჯოზეფ დოლი

EPP-ის პრეზიდენტი ოპოზიციონერ კანდიდატებზე ზეწოლის გამო შეშფოთებას გამოთქვამს

ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი ოპოზიციური პარტიების კანდიდატებზე ზეწოლის გამო შეშფოთებას გამოთქვამს. EPP-ის პრეზიდენტი საქართველოში წინასაარჩევნო გარემოს შესახებ განცხადებას ავრცელებს. ჯოზეფ დაული ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციური პარტიების კანდიდატები ხელისუფლების ზეწოლის გამო კანდიდატურებს ხსნიან.

სახალხო პარტიის პრეზიდენტი მსგავს ფაქტებს საგანგაშოს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ყველა ფაქტი, ასევე ნაციონალური მოძრაობის წევრების მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტები ხელისუფლებამ უნდა გამოიძიოს. მისივე თქმით, თუ ეს ასე არ მოხდება, ევროპაში საქართველოს რეპუტაციას დიდი ზიანი მიადგება.

კომენტარები