რომან შამათავას საქმე

ბოკერია: ღარიბაშვილი უპასუხისმგებლოდ და სამარცხვინოდ ადებს ოპონენტებს ხელს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივნის გიგა ბოკერიას შეფასებით, "რომან შამათავასთვის ცინდელიანის საქმეზე ბრალის დამძიმება წინასაარჩევნოდ უპასუხისმგებლო ქმედებაა". როგორც ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ხელისუფლება არჩევნების წინ აანონსებს ბრიფინგებს დაუსაბუთებელ ბრალდებებზე. 

"პრემიერი ღარიბაშვილი სრულიად უპასუხისმგებლოდ და სამარცხვინოდ პოლიტიკურ ოპონენტებს ადებს ხელს, მაშინ როცა საქმეშიც კი, რომელიც თუნდაც შეთითხნილი იყოს, დანაშაული არ არსებობს, ნათელია, ეს რა მიზნებისთვის კეთდება", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სატყეო დეპარტამენტის მეტყევე-რეინჯერ დათო ცინდელიანის გაუჩინარების საქმე გახსნილია. ამ საქმეზე განზრახ მკვლელობის და წამების მუხლებით ბრალი აფხაზეთის კუდის ყოფილ უფროსს რომან შამათავას დაუმძიმდა. შამათავს ასევე ბრალად ედება თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის დეპარტამენტის ოფიცრის პაატა ქარდავას მკვლელობა. 

კომენტარები