მარიხუანას დეკრიმინალიზაცია

კანცელარიასთან მარიხუანას მოხმარების ბრალდებით დაკავებას აპროტესტებენ

დღეს, 8 ივნისს, საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი საირმის გორაზე მდებარე სახლთან მივიდა და კერძო წვეულებაზე მყოფი 16 ადამიანი, მათ შორის მოძრაობა 2 ივნისის აქტივისტები ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გადაიყვანა.

შსს-ს განმარტებით, საქმე სისხლის სამართლის 260–ე, ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება, მუხლით აღიძრა.

სამინისტროს ინფორმაციით, პატრული მეზობლებმა გამოიძახეს. თუმცა დაკავებულთა ნაწილი ნაწილი აცხადებს, რომ აყვანის საფუძვლად მეზობლების ზარი პოლიციამ მხოლოდ საათნახევრის შემდეგ დაასახელა, რაც პოლიციას გაურკვეველმა პირმა ტელეფონით ინსტრუქცია მისცა. შემთხვევა გუშინ მოხდა. დღეს კი აღნიშნულ ფაქტს მთავრობის კანცელარიასთან გააპროტესტებენ. აქცია 8 საათზე არის დაგეგმილი.

კომენტარები