აშშ საქართველოს დამატებით 5 მილიონი დოლარის დახმარებას გამოუყოფს

sires.house.gov

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს დამატებით 5 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარებას გამოუყოფს. ამის შესახებ ვიცე-პრეზიდენტმა, ჯი ბაიდენმა  საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს კიევში შეხვედრაზე განუცხადა. აღნიშნული შესახებ თეთრი სახლი განცხადებას აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ  აღნიშნული თანხა მოხმარდება იმ ადამიანებს, რომლებიც რუსეთის ფედერაციის მიერ ბორდერიზაციის და მავრთულხლართების  გავლებით დაზარალდნენ. ამასთანავე, თეთრი სახლის ინფორმაციის ამ დახმარების ნაწილი მოხმარდება, ანტიდისკრიმინაციული კანონის განხორციელების მონიტორინგს. 

 "აშშ-ი საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების ძლიერი მხარდმჭერია, ასევე, მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას, გააძლიეროს უსაფრთხოება და წინააღმდეგობა გაუწიოს გარე ზეწოლას. ამ მიზნების მხარდასაჭერად, ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან 7 ივნისს გამართულ შეხვედრაზე განაცხადა დამატებით 5 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარების შესახებ. აღნიშნული თანხით დახმარება გაეწევა ადამიანებს, რომლებიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ბორდერიზაციით დაზარალდნენ, ასევე, დახმარება მოხმარდება რეგიონში დამოუკიდებელი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდას, ეროვნულ უსაფრთხოებას, ეს დაეხმარება საქართველოს მთავრობას, გაატაროს რეფორმები სამართლებრივი ინსტიტუტების გასაძლიერებლად", - ნათქვამია განცხადებაში. 

თეთრი სახლის ინფორმაციით მიმდინარე წელს, აშშ-ს საქართველოსთვის 65 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის დახმარება აქვს გაწეული. 

 

კომენტარები