ინგლისის ნაკრები

ჰოჯსონი: ოქსლეიდ-ჩემბერლენი მუნდიალზე თამაშს შეძლებს

ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, როი ჰოჯსონის განცხადებით, ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებისთვის სრულიად ჯანმრთელი იქნება.

არსენალის შემტევმა მუხლი, ინგლისისა და ეკვადორის ნაკრებებს შორის ამხანაგური დაპირისპირებისას იტკინა. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩემბერლენს ოპერაცია დასჭირდებოდა და მუნდიალს გამოტოვებდა, თუმცა როგორც ირკვევა ეს ასე არ მოხდება.

"ვფიქრობ, ის ტურნირზე ითამაშებს და ეს ეჭვგარეშეა. ეს ძალიან კარგი სიახლეა," - განაცხადა როი ჰოჯსონმა.

კომენტარები