ბაჩო ახალაიას განცხადება

ახალიას მიმართვა მთავრობას: ევრო-ატალანტიკური გზა ესაა გზა სოხუმისკენ

Akhalaia, nominee for the post of Georgia's Interior Minister, listens during a meeting in parliament in Tbilisi
David Mdzinarishvili / REUTERS

ბაჩო ახალია ე.წ. "მატროსოვის" მიმართვას ავრცელებს. იგი საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს. განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობას არ აქვს უფლება კარდინალურად შეცვალოს სოხუმსა და ცხინვალთან დაკავშირებით საქართველოს პოლიტიკა. 

"ბატონებო, დაჟინებით მოვითხოვ თქვენგან, არ მიიღოთ ისეთ გადაწყვეტილებები, რომლის კონტურებიც ბოლო პერიოდში აშკარად იკვეთება. თქვენ არ გაქვთ უფლება სოხუმსა და ცხინვალთან დაკავშირებით საქართველოს პოლიტიკა კარდინალურად შეცვალოთ. უცილობლად უნდა გახსოვდეთ, რომ საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია ესაა გზა სოხუმისკენ და არა პირიქით.

თქვენს მიერ წარმოებული პოლიტიკა, ცალსახად გვაფიქრებინებს, რომ აფხაზეთის რუსეთთან შეერთება შეიძლება გარდაუვალი იყოს, რაც თავის მხრივ დე ფაქტო რუსეთის აფხაზეთში ერთადერთ რამეს გამოიწვევს - ძლიერ პარტიზანულ ომს. ნუ უბიძგებთ ისედაც მძიმე ყოფაში მყოფ ქართველ ხალხს უარესი მომავლისა და სირთულეებისაკენ.
ამავდროულად, დაჟინებით მოვითხოვ თქვენგან, საჯარო გახადოთ ყველა მოლაპარაკების შინაარსი, რომელიც რაიმე სახით სოხუმსა და ცხინვალს ეხება, მიეცით ამის განსჯის უფლება იმას, ვისი საქმეც ეს არის - ქართველ ხალხს. არც შეეცადოთ ოკუპაციის პრობლემა ხოლოდ ჰუმანიტარულ საკითხამდე დაიყვანოთ.

ბოლოს, კიდევ ერთხელ დაჟინებით მოვითხოვ, არათუ აფხაზეთის ან ე.წ. სამხრეთ ოსეთის დათმობის, არამედ მათ მიმართ მკაცრი პრინციპული პოლიტიკის ოდნავი ცვლილებაც კი არ უნდა გახადოთ არც ერთი მოლაპარაკების, მათ შორის რუსეთთან მიმდინარე ე.წ. ეკონომიკურ-კულტურული მოლაპარაკებისთვის, სავაჭრო თემის მსგავსიც კი. იხელმძღვანელეთ, საქართველო მომავალზე ორიენტირებული პოლიტიკით და არა მხოლოდ თქვენი პირადი მოკლევადიანი გამოწვევებით", - ნათქვამია ბაჩო ახალიას განცხადებაში. 

კომენტარები