ცენტრალური აფრიკის მისია

საფრანგეთის ელჩი: ჩვენ ვაფასებთ ქართველი სამხედროების თავდადებას

საფრანგეთის ელჩმა რენო სალენსმა განაცხადა, რომ საფრანგეთი მოხარულია იმით, რომ ქართველი ჯარისკაცები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გაემგზავრებიან. მისი  თქმით ის მადლობას უხდის საქართველოს უსაფრთხოების დაცვისთვის გაღებული წვლილისთვის. 

"მინდა ხაზი გავუსვა ერთ საინტერესო დამთხვევას. დღეს მნიშვნელოვანი საერთაშორისო დღეა, რომელსაც მსოფლიო ლიდერები აღნიშნავენ ნორმანდიაში. ეს გვახსენებს ჩვენ ყველას, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ბრძოლა მშვიდობისა და თავისუფლებისთვის. დღეს ასევე მნიშვნელოვანი დღეა საქართველოსთვის, ევროკავშირისთვის, საფრანგეთისა და აფრიკისთვის. ქართველი სამხედროები გაემგზავრებიან ცენტრალურ აფრიკაში, სადაც ისინი შეუერთდებიან ევროპელ სამხედროებს, რათა ხელი შეუწყონ სტაბილურობას და კონსტიტუციურ წესრიგს. საფრანგეთი, როგორც მისიის წამყვანი ქვეყანა, განსაკუთრებით მოხარულია საქართველოს ამ სამხედრო წვლილით. ჩვენი ჯარები მხარდამხარ იყვნენ ავღანეთის წინა ოპერაციებშიც. ჩვენ ვაფასებთ პროფესიონალიზმს და ქართველი სამხედროების თავდადებას, ჩვენ ასევე მადლიერი ვართ მთავრობის გადაწყვეტილების. როდესაც მსოფლიოს უსაფრთხოება საფრთხის წინაშეა და მსხვერპლის გაღებაა საჭირო, ზოგიერთი ქვეყანა მაშინვე პასუხობს და იზიარებს გლობალურ პასუხისმგებლობას, მაშინაც კი, როდესაც ოპერაციის ველი მათთვის ძალიან შორი და უცნობია. საქართველო არის ერთ-ერთი ასეთი ქვეყანა", - განაცხადა ელჩმა.

ქართველი ჯარისკაცების ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, მისიაში გამგზავრების ცერემონია 6 ივნის ვაზიანის მე-4 მექანიზებულ ბრიგადაში გაიმართა და მას პრეზიდენტი, თავდაცვის მინისტრი, საფრანგეთის ელჩი და ევროკავშირის წამომადგენელი საქართველოში, ესწრებოდნენ. ქართული შენაერთები, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, ევროკავშირის,  სამშვიდობო მისიაში ჩაერთვებიან. 

 

კომენტარები