კუკავამ ვაკის პარკი დაასუფთავა

გარემოს დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად კახა კუკავამ, მერობის სხვა კანდიდატებთან ერთად ვაკის პარკი დაასუფთავა. არასაპარლამენტო ოპოზიციის კანდიდატის საარჩევნო პროგრამაში ეკოლოგიას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. კახა კუკავას თქმით, მერად არჩევის შემთხვევაში, მწვანე საფარის შენარჩუნების მიზნით, პარკებში დაწყებულ მშენებლობებს შეაჩერებს, ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად კი საწვავის ხარისხზე კონტროლს გაამკაცრებს.

 

კომენტარები