არეულობა აფხაზეთში

რაულ ხაჯიმბა არჩევნებში კანდიდატურის წამოყენებას ჯერ არ განიხილავს

rferl.org

დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ. ოპოზიციის ლიდერმა,  პარტია "სახახლო ერთიანობის ფორუმის" მეთაურმა, რაულ ხაჯიმბამ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის წამოყენებას ჯერ არ განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას "РИА Новости" ავრცელებს. 

"ნებისმიერ შემთხვევაში, ამას მე არ ვწყვეტ, მიმდინარეობს პიროვნების შერჩევნა, რა მოხდება ეს დამოკიდებულია ჩემს გარემოცვაზე, იმ ადამიანებზე, რომლებიც მზად არიან ჩემთან საუბრისთვის", - განაცხადა მან ჟურნალისტებთან საუბრისას. 

ხაჯიმბას განცხადებით, ფორმალურად ალექსანდრე ანქვაბს, აქვს შესაძლებლობა 24 აგვისტოს დანიშნულ არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს. მან ჟურნალისტების კითხვას შეეძლება თუ არა ანქვაბს არჩევნებში მონაწილეობა შემდეგნაირად უპასუხა: 

"ფორმალურად - კი, თუმცა საზოგადოება, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ პატარაა, და ჩვენ ერთმანეთს ვიცნობთ, ამიტომ საკმარისად რთული იქნება ახალი პოლიტიკური გამოსავლის მიღწევა". 

დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ. ოპოზიციური ძალები, აცხადებენ, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის უსაფრთხოების სამსახურები მზად არიან ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან, ვალერი ბგანბასთან, ითანამშრომლონ. მათი თქმით გაიმართა შეხვედრა ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებსა და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს შორის. ოპოზიციურმა ძალებმა ასევე განაცხადეს, რომ ალექსანდრე ანქვაბმა  თანამდებობის დატოვების შესახებ საკუთარი სურვილით მიიღო გადაწყვეტილება. ეს ინფორმაცია დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ლეონიდ ლაკერბაიამ უარყო. მისი თქმით ეს დეზინფორმაციაა. 

"მას არ გაუკეთებია გადადგომის შესახებ განცხადება, რასაც ახლა საუბრობენ სრული დეზინფორმაციაა", - განაცხადა ლაკერბაიამ. პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, პრეზიდენტის გადაყენების თაობაზე, ანქვაბმა არაკონსტიტუციური უწოდა. 

31 მაისს, აფხაზურმა პარლამენტმა დადგენილება მიღო, რომლის თანახმად დეფაქტო პრეზიდენტი ალექსანდრ ანქვაბი თანამდებობიდან გადააყენა და პრეზიდენტის მოვალეობის დროებით შემსრულებლად პარლამენტის სპიკერი ვალერი ბგანბა დანიშნა. ამის შესახებ რუსული სააგენტო რია ნოვოსტი იუწყება.დადგენილებაში ამ გადაწყვეტილების მიზეზად ის არის დასახელებული, რომ ალექსანდრ ანქვაბი პრეზიდენტის მოვალეობას ვეღარ ასრულებს. აფხაზურმა პარლამენტმა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 24 აგვისტოს დანიშნა.

მანამდე, რუსული ლაიფნიუსისთვის მიცემულ ინტერვიუში ალექსანდრ ანქვაბმა განაცხადა, რომ გადადგომას არ აპირებს, თუმცა ოპოზიციასთან მოლაპარაკებებისთვის მზად არის.ალექსანდრ ანქვაბმა საკუთარი რეზიდენტია 27 მაისს დატოვა - მას შემდეგ, რაც „სახალხო კრებაზე" შეკრებილმა ოპოზიციის მომხრეებმა მისი რეზიდენიციის შტურმი დაიწყეს. ანქვაბი გუდაუთაში რუსულ სამხედრო ბაზაზე იმყოფება. ოპოზიციამ განაცხადა, რომ მთელი ძალაუფლება საკუთარ ხელში აიღო.

მოლაპარაკებებს დაპირისპირებულ მხარეებთან კრიზისის დარეგულირების მიზნით ვლადიმირ პუტინის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი აწარმოებდა.

კომენტარები