ემპოლი

მჭედლიძის და შეყილაძის ემპოლი მომდევნო სეზონში სერია A-ში ითამაშებს

ლევან მჭედლიძე

იტალიის სერია B-ს 42-ე ტურის მატჩში, ემპოლიმ პესკარა ანგარიშით - 2:0 დაამარცხა და შემდეგ სეზონში, სერია A-ში გამოსვლის უფლება მოიპოვა.

ემპოლიმ, სადაც ორი ქართველი - ლევან მჭედლიძე და ირაკლი შეყილაძე ირიცხება, 72 ქულა დააგროვა და მეორე ადგილი დაიკავა. რაც შეეხება იტალიის უმაღლეს ლიგაში აღზევებულ მეორე გუნდს, ეს მჭედლიძის ყოფილი გუნდი - პალერმოა, რომელმაც სერია B-ში პირველი ადგილი დაიკავა.

პესკარასთან მატჩში შეყილაძე ტრავმის გამო განაცხადში არ იყო, ხოლო მჭედლიძემ მთელი შეხვედრა სათადარიგოთა სკამზე გაატარა.

კომენტარები