დათა ახალაიას საქმე

ნადარეიშვილი: დათა ახალაიას საბერძნეთის სასამართლო გირაოთი გაათავისუფლებს

საბერძნეთის სასამართლომ დათა ახალაიას გათავისუფლების გადაწყვეტილება გირაოს გადახდის სანაცვლოდ მიიღო, ექსტრადირების საკითხის განხილვა კი, ორი თვით გადადო. თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის დამფუძნებლის ანი ნადარეიშვილის განცხადებით, მას არ აქვს ინფორმაცია, რა ოდენობის გირაოს გადახდა დაეკისრა დათა ახალაიას, თუმცა მისი თქმით, ოჯახის ახლობლები მზად არიან, ნებისმიერი თანხა გადაიხადონ უძრავ-მოძრავი ქონების უზრუნველყოფით.

“გირაოს თანხის შეტანა ხვალისთვის მოხერხდება”, - თქვა ნადარეიშვილმა და აღნიშნა, რომ ექსტრადირების საკითხის განხილვის ორი თვით გადადების მიზეზი საქართველოს პროკურატურის მასალები გახდა, "რომელიც საბერძნეთის სასამართლომ დაიწუნა”.

დათა ახალია საბერძნეთში რამდენიმე თვის წინ დააკავეს. საქართველოში მის წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. საქართველოს პროკურატურა ახალაიას ექსტრადირებას ითხოვს.

კომენტარები