უფასო სახელმძღვანელოები

რატიანის განცხადება უფასო სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით

news.ge

საპარლამენტო უმცირესობის წევრი სერგო რატიანი განათლების მინისტრ თამარ სანიკიძეს მოუწოდებს, ცვლილებები შეიტანოს ბრძანებაში, რათა მშობლებს არ მოუწიოთ ძველი წიგნების სანაცვლოდ ახალი სახელმძღვანელოების ყიდვა.

რატიანის თქმით, ბრძანებაში ჩამოყალიბებული შეფასების კრიტერიუმები საკმაოდ ბუნდოვანი და შესაბამისად, მასწავლებლებსა და მშობლებს შორის, აგრეთვე სკოლასა და მაკონტროლებელ ორგანოებს შორის ბევრი გაუგებრობის საფუძველი შეიძლება გახდეს.

"ბოლო პლენარულ სხდომაზე მე განვაცხადე, რომ ეგრეთ წოდებული უფასო სახელმძღვანელოების პროექტის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ის გარემოება, რომ დაზიანების შემთხვევაში სასწავლო წლის ბოლოს მშობლებს მოუწევთ თანხის გადახდა. წინასწარი საექსპერტო შეფასებით დაზიანებული წიგნების რაოდენობა საკმაოდ დიდია", - ამბობს რატიანი.

რატიანის თქმით, მან მოუწოდა განათლების მინისტრსა და პრემიერს, შეესრულებინათ ივანიშვილისა და მარგველაშვილის დაპირება და "თუ დაპირდით უფასო სახელმძღვანელოებს, ეს პროცესი ისე წარემართათ, რომ მშობლებს არ დასჭირებოდათ წლის ბოლოს თანხის გადახდა".

კომენტარები