დიასპორის დღეები

შერატონ მეტეხი პალასში კონფერენცია ქართული დიასპორის დღეები-2014 მიმდინარეობს

facebook.com/GaribashviliOfficial

სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში კონფერენცია "ქართული დიასპორის დღეები-2014" მიმდინარეობს. კონფერენცია დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა კონსტანტინე სურგულაძემ, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა გახსნეს.

დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის კონსტანტინე სურგულაძის განცხადებით, კონფერენციაზე ბევრ ინიციატივაზე იქნება საუბარი, მათ შორის, დიასპორულ ქსელზე, რათა კომუნიკაციის პრობლემა დიასპორასთან გადაიჭრას. ასევე კიდევ ერთი ინიციატივა ეხება ონლაინსკოლას, რომელიც განკუთვნილი იქნება მათთვის, ვისაც საკვირაო სკოლებთან ხელმისაწვდომობა არ აქვს.

ღონისძიებას მთავრობის სხვა წარმომადგენლებიც ესწრებიან. საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლება დიასპორებთან ურთიერთობას ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. მისი თქმით, მას იმედი აქვს, რომ დიასპორები სერიოზულ როლს ითამაშებენ საქართველოს აღორძინების საქმეში.

კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა პარლამენტის სახელით მზადყოფნა გამოთქვა, რომ საკანონმდებლო ორგანომ ამ საკითხებზე იმსჯელოს. მისი თქმით, ჯერ კიდევ ბევრია ამ მიმართულებით გასაკეთებელი.

ქართული დიასპორის დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიებები წელს 27, 28 და 29 მაისს გაიმართება.

კომენტარები