ევროკავშირის ეკონომიკური პოლიტიკა

ევროკავშირის ქვეყნები მშპ-ში არალეგალური ვაჭრობის მაჩვენებლებს შეიყვანენ

ევროკავშირის ქვეყნების მშპ-ში ნარკოტიკებით ვაჭრობის მონაცემებიც შევა
Yannis Behrakis / Reuters

საინფორმაციო სააგენტო ბლუმბერგის ცნობით, ევროკავშირის ახალი დირექტივის მიხედვით, წევრი ქვეყნები ვალდებული იქნებიან მშპ-ს დაანგარიშებაში პროსტიტუციის, შავ ბაზარზე გაყიდული სიგარეტისა და ალკოჰოლის და არალეგალური ნარკოტიკული საშუალებების ვაჭრობის მაჩვენებლები შეიყვანონ. 

არალეგალური შემოსავლების მშპ-ში ჩათვლით იზრდება ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებელი და ასახავს კეთილდღეობის დონის უფრო რეალურ სურათს. 

ორი თურქი ეკონომისტის, ჯეიჰუნ ელგინისა და ოგუზ ოზთუნალის, კვლევის მიხედვით, ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი მშპ-ში ევროკავშირისა და OECD-ის წევრ ქვეყნებში 18%-მდე ადის. ეს მაჩვენებელი ლათინურ ამერიკაში 42%-ია, ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებში 32%, ხოლო აზიაში 33%. 

კომენტარები