საქართველოს თასი 2014

თბილისის დინამომ საქართველოს თასი მოიპოვა

დინამო თბილისი

თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალური მატჩი გაიმართა. თბილისის დინამომ, საჩხერის ჩიხურა ანგარიშით - 2:1 დაამარცხა და ზედიზედ მეორედ მოიპოვა საქართველოს თასი. 

თბილისელები მე-20 წუთზე უმცირესობაში დარჩნენ, როდესაც მსაჯმა ბოლო იმედის ჯარიმისთვის, გიორგი რეხვიაშვილი გააძევა მოედნიდან. მცირე ხანში, ჩისკომ ანგარიში გახსნა. მეორე ტაიმში, გიორგი დათუნაიშვილმა ანგარიშის გათანაბრება შეძლო, თუმცა შეხვედრას წერტილი საბოლოოდ კვლავაც დინამოელმა - გიორგი მერებაშვილმა დაუსვა.

კომენტარები