მთავრობის განცხადება მაესტროზე

ძიძიგური: დიდი პატივია რომელიმე გადაცემისთვის, რომ მას მთავრობა გამოეხმაუროს

wikipedia.org

ძალიან დიდი პატივია რომელიმე გადაცემისთვის, რომ მას მთვარობა გამოეხმაუროს - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა ტაბულას ეთერში, გადაცემაში ”ფოკუსი” განაცხადა.

მისი თქმით ტელეკომპანია მაესტროზე მთავრობის მხრიდან ზეწოლა არ ყოფილა. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის განცხადებით ტენდენციურ გადაცემაზე მთავრობის მხრიდან განცხადების გაკეთება ზეწოლა არ არის.

შეგახსენებთ, რომ ქართული ოცნების კრიტიკის გამო, ტელეკომპანია მაესტრო ტენდენციურობაში მთავრობამ დაადანაშაულა. პარტიის ნაცვლად, განცხადება საკუთარ ვებგვერდზე სწორედ საქართველოს მთავრობამ გამოაქვეყნა. პრემიერის პრესსამსახურის განცხადებით, ქართულმა ოცნებამ მედია ხელისუფლების ზეწოლისგან გაათავისუფლა. ამასთან, საქართველოს მთავრობა აღნიშნავს, რომ თავისუფალი მედიაგარემო ზრდის ტელევიზიებისა და ჟურნალისტების პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე - მიაწოდონ მაყურებელს მიუკერძოებელი და ობიექტური ინფორმაცია.

კომენტარები