თეორემა

გადაბრალების პოლიტიკა

გასულ დღეებში განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ საქართველოს პროკურატურის, ქალბატონი ბესელიას და ქალბატონი კობახიძის მოქმედებები სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

ქალბატონმა ბესელიამ, ქალბატონმა კობახიძემ და საქართველოს პროკურატურამ ისარგებლეს სამსახურეობრივი მდგომარეობით და სისხლის სამართლებრივი დევნით დაემუქრნენ რუსთავი ორს მათთვის არასასურველი ინფორმაციის გამოქვეყნების შემთხვევაში.

თუმცა მუქარამ არ გაჭრა. რუსთავი ორმა საკმარისი მასალა გამოაქვეყნა იმისთვის, რომ დავრწმუნდეთ - ისევ გვისმენენ, განურჩევლად იმისა ხელისუფლებაში ვართ, ოპოზიციაში თუ კერძო ბიზნესს ვეწევით.

"მე ვიტყოდი, რომ საქართველოს ახალი მთავრობა ისეთი მიმზიდველი არ არის დასავლეთისთვის, როგორიც წინა მთავრობა იყო" - ასე მითხრა ინტერვიუს დროს ამერიკის დაზვერვის ყოფილმა ოფიცერმა, აქტიურმა ატლანტისტმა ბრუს ჯექსონმა, რომელსაც ახალ საერთაშორისო რეალობაზე ვესაუბრე. ინტერვიუს გადაცემის დასაწყისში შემოგთავაზებთ.

შემდეგ კი ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ უნდა მიგიზიდოს ხელისუფლებამ, რომელიც პასუხისმგებლობას არაფერზე იღებს და ამტკიცებს, რომ ეკონომიკური ვარდნა, დაზარალებული საერთაშორისო იმიჯი, კრიმინოგენული ვითარება, ინსულინის შპრიცები სადარბაზოებში, თვეობით დაკეტილი იუსტიციის სახლი, რელიგიური შუღლი, 17 მაისი - ყველაფერი წინა ხელისუფლების ბრალია. სასამართლოს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საფრანგეთშიც პოლიტიკური ოპოზიცია აკონტროლებს. ფარულ მოსმენებსაც ოპოზიცია აწარმოებს.

კომენტარები