ინგლისის პრემიერლიგა 2013-14

პრემიერლიგის გამარჯვებული მანჩესტერ სიტი გახდა

skysports.com

მანჩესტერ სიტი ინგლისის პრემიერლიგის ჩემპიონია. ქალაქელებმა ჩემპიონატის ბოლო ტურში, შინ ვესტ-ჰემს, ანგარიშით - 2:0 სძლიეს და ამრიგად, 86 ქულა დააგროვეს, რაც ჩემპიონობისთვის საკმარისი აღმოჩნდა.

სიტის ორი ქულით ჩამორჩა ლივერპული, რომელმაც თავის მხრივ ასევე მოიპოვა გამარჯვება ნიუკასლის წინააღმდეგ შინ, თუმცა 84 ქულით მეორე ადგილს დასჯერდა.

"დიდი გუნდები კმაყოფილები ვერ იქნებიან მხოლოდ ერთი ტიტულით - ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს, ხვალ და ზეგ ავღნიშნავთ, მაგრამ შემდეგ, მომავალი სეზონისთვის მზადებას დავიყებთ, რადგან კლუბი და მოთამაშეები მეტ ტიტულებს იმსახურებენ," - განაცხადა ჩემპიონის თასის აწევის შემდეგ სიტის მთავარმა მწვრთნელმა, მანუელ პელეგრინიმ.

პრემიერლიგაში მესამე ადგილი ლონდონის ჩელსიმ დაიკავა, მეოთხეზე არსენალი გავიდა, ხუთეულში ბოლო კი ევერტონია.

25 წლის შემდეგ პირველად მოხდა, რომ მანჩესტერ იუნაიტედმა ევროტურნირებზე გასვლა ვერ მოახერხა. წითელი ეშმაკები ტოტენჰემს 5 ქულით ჩამორჩნენ და მეშვიდე ადგილზე დაასრულეს ჩემპიონატი.

უკანასკნელი სამი გუნდი ნორვიჩი, ფულჰემი და კარდიფი აღმოჩდნენ, რომლებიც პრემიერლიგას დატოვებენ და თამაშს ჩემპიონშიპში გააგრძელებენ.

კომენტარები