თბილისის დინამო საქართველოს ჩემპიონი მეთხუთმეტედ გახდა.
გუშინ თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ბოლნისის სიონი დინამო თბილისს შეხვდა. თბილისელებმა მერებაშვილისა და მარცვალაძის ზუსტი დარტყმების წყალობით, 0:2 - პირველი ტაიმი ასეთი ანგარიშით მოიგეს. მეორე ნახევარში უპირატესობას, მთლიანობაში კვლავ დინამოელები ფლობდნენ და საბოლოოდ, დამაგვირგვინებელი გოლი ჩისკომ გაიტანა - 3:0.
ამ გამარჯვების წყალობით, დინამოს 65 ქულა დაუგროვდა და მეორეადგილოსან ზესტაფონს 4 ქულით უსწრებს. ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურია დარჩენილი.