გია კორკოტაშვილი: NATO-ს რაკეტებს თუ დავაყენებთ, რუსეთი გაგვღეჭავს

ეს მართლა რომ მოხდეს, რუსეთი გაგვღეჭავს. ალასანია NATO-სა და ამერიკას რომ ეპატიჟება, ჩამობრძანდით და სარაკეტო დანადგარები ჩვენთან დააყენეთო, ამის გამო რუსეთი ტანკებით რომ შემოგრუხუნდეს, ალასანია დახვდება? ირაკლი ალასანიას კარგად ვიცნობ და ვიცი, რომ ამერიკული „ხედვა” აქვს. ასე იმიტომ „ხედავს”, რომ პირადი კეთილდღეობა აქვს უზრუნველყოფილი. როგორც კი ამერიკელების მიმართ დიდ სიყვარულს გამოვამჟღავნებთ, გეუბნებით, რუსეთი გაგვღეჭავს. ეს ურთიერთობები დაბალანსებული უნდა გვქონდეს. ნუთუ ვერ ხვდებიან ამას? ამერიკა კი ჩვენ გამო რუსეთს ომს არ დაუწყებს. ამის თვალნათელი მაგალითია უკრაინა.

ტელეწამყვანი გია კორკოტაშვილი ირაკლი ალასანიას განცხადების შესახებ საქართველოში NATO-ს ანტისარაკეტო სისტემის განლაგებასთან დაკავშირებთ.

კომენტარები