პრეზიდენტების ვიზიტი

საქართველოს თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები ეწვევიან

საქართველოს თურქეთის პრეზიდენტი ეწვევა. აბდულა გიული თბილისის სამიტზე დასასწრებად ჩამოდის. სამიტს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევიც დაესწრება.

თურქ და აზერბაიჯანელ კოლეგებს გიორგი მარგველაშვილი უმასპინძლებს. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამიტზე ქვეყნებს შორის ბოლო 20 წლის განმავლობაში ეკონომიკური, სავაჭრო, სატრანსპორტო და ენერგეტიკული თანამშრომლობის შედეგებს განიხილავენ.

სამიტის ფარგლებში პრეზიდენტების სამმხრივი და ორმხრივი შეხვედრებიც არის დაგეგმილი.

თბილისის სამიტი 2014 ხვალ, 6 მაისს გაიხსნება. ის საქართველოს პრეზიდენტის თურქეთსა და აზერბაიჯანში ვიზიტებისას დაიგეგმა.

კომენტარები