ენმ ახალციხეში

გიგი უგულავა: ქვეყანაში მხოლოდ უმუშევრობა და კრიმინალი იზრდება

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მერობის, გამგებლობისა და საკრებულოს წევრობის კანდიდატები წარადგინა. ახალციხეში გამართული შეხვედრის მონაწილეებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიგი უგულავამ მიმართა.

„საზოგადოება კარგად ხედავს, რომ სამწუხაროდ, ქვეყნის ეკონომიკა და განვითარება გაჩერდა. ქვეყანაში მხოლოდ უმუშევრობა და კრიმინალი იზრდება. ხელისუფლება მედიაში აგენტებს და თავის რიგებში მოღალატეებს ეძებს, სამოქალაქო საზოგადოებას კი აბუჩად იგდებს. ჩვენ მწყობრი გეგმა გვაქვს, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის აქტიური ნაბიჯები გვჭირდება“, - აღნიშნა გიგი უგულავამ ჟურნალისტებთან საუბარში.

ახალციხეში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატი გელა დემეტრაძეა. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელობის კანდიდატი - გოჩა გვარამაძე. ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელობის კანდიდატი - ბესიკ ბექაური. ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელობის კანდიდატი  - სიმონ პარუნაშვილი.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 15 ივნისს ჩატარდება.

კომენტარები