თვალთვალისა და მიყურადების შესახებ კანონპროექტი

გიგაური: ხელისუფლება მიყურადღების შესახებ კანონის განხილვას აჭიანურებს

ხელისუფლებას არ ჰყოფნის გამბედაობა, შეცვალოს მოსმენებისა და თვალთვალის ის მავნე პრაქტიკა, რაც წლების განმავლობაში იყო დამკვიდრებული - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა ეკა გიგაურმა განაცხადა.

კამპანიაში ეს შენ გეხება-ისევ გვისმენენ ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციები მათ მიერ წარდგენილი კანონის განხილვას ითხოვენ, რომელიც თვალთვალისა და მიყურადების ახალი პრაქტიკის დანერგვას ეხება. საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა პარლამენტარები კანონის განხილვის გაჭიანურებაში დაადანაშაულა.

"უკვე ერთი წელია პარლამენტში დევს ეს კანონპროექტი და მისი განხილვა ამ დრომდე ვერ ხერხდება. არის საფუძვლიანი ეჭვი, რომ შსს და სხვა უწყებები ეწინააღმდეგებიან იმ სისტემურ ცვლილებებს, რომელსაც ჩვენ ვითხოვთ კანონპროექტის ამოქმედების შემდეგ. ხელისუფლებას არ ჰყოფნის გამბედაობა, შეცვალოს ის მავნე პრაქტიკა, რაც წლების განმავლობაში იყო დამკვიდრებული" -აღნიშნა გიგაურმა.

კომენტარები