კათოლიკოს-პატრიარქი

ილია მეორე: საქართველო აუცილებლად უნდა გახდეს ევროსტრუქტურების წევრი

საქართველო აუცილებლად უნდა გახდეს ევროსტრუქტურების წევრი - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მალტის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯორჯ ველასთან შეხვედრისას განაცხადა.

ჯორჯ ველამ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ პირველად იმყოფება საქართველოში და გაოცებულია ქვეყნის უდიდესი კულტურის სიმდიდრით, ისტორიით და აღნიშნა, რომ ძალიან შესამჩნევია მოსახლეობის რელიგიურობა.

მისი თქმით, საქართველო რაც შეიძლება მეტად უნდა დაუახლოვდეს ევროკავშირს. "ჩამოვედი საქართველოში იმისთვის, რომ ჩემი ევროპელი კოლეგების მსგავსად მხარი დავუჭირო საქართველოს ამ გზაზე"- , აღნიშნა ჯორჯ ველამ.

თავის მხრივ, პატრიარქმა აღნშნა, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროსტრუქტურების წევრი, რადგან ეს ქვეყნისთვის აუცილებელია. "მოგეხსენებათ, დარღვეულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, ოკუპირებულია აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. ეს არის უძველესი ქართული ტერიტორიები. მე 11 წელი ვიყავი აფხაზეთში მიტროპოლიტი. ძალიან მძიმე მდგომარეობაშია დღეს აფხაზეთი, საქართველო უნდა გამთლიანდეს, გახდეს ერთიანი. თქვენი ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია და მას დიდად ვაფასებ. ეს არის მტკიცე ხიდი საქართველოსა და მალტას სამომავლო ურთიერთობებში", - განაცხადა შეხვედრაზე კათოლიკოს-პატრიარქმა.

 

კომენტარები