ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში 2014

პაპინაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში ვერცხლის მედალი მოიპოვა

www.facebook.com/GeorgianJudoFederation

საფრანგეთში, ქალაქ მონპელიეში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში, გუშინ ქართველმა ამირან პაპინაშვილმა (60კგ) იასპარეზა.

პირველ შეხვედრაში, ქართველმა ფინელ ვადუდ ბალატკანოვს გაფრთხილებებით მოუგო, შემდეგ კი ფრანგი ვინსენტ ლიმარე დამაჯერებლად დაამარცხა. მეოთხედფინალში პაპინაშვილი სომეხ ჰოვანეს დავთიანს ორი ვაზარის წყალობით გაცდა, ნახევარფინალში კი აზერბაიჯანელ ილგარ მუშკიევს ჯერ ორი გაფრთხილება მიაღებინა, შემდეგ კი მსაჯებმა მეტოქე ფეხში ხელით შესვლისთვის მოუხსნეს.

სამწუხაროდ, ამირან პაპინაშვილისთვის წარუმატებელი გამოდგა ფინალური ბრძოლა. რუს ბესლან მუდრანოვთან, ქართველმა კარგად დაიწყო, ორი გაფრთხილებაც მიაღებინა და აქტიურად ჭიდაობდა. შემდეგ, მსაჯმა პაპინაშვილიც ამდენივეჯერ გააფრთხილა და ანგარიში გათანაბრდა. დარჩენილ დროში, ქართველი საკმაოდ საკამათო სიტუაციაში მესამედაც გააფრთხილეს, რაც ავტომატურად წაგებას ნიშნავდა.

ამრიგად, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ანგარიშზე უკვე ერთი ვერცხლის მედალია.

დღეს 25 აპრილს ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების 3 წარმომადგენელი იასპარეზებს: ნუგზარ ტატალაშვილი (–73კგ), ზებედა რეხვიაშვილი (–73კგ) და ავთანდილ ჭრიკიშვილი (–81კგ)

კომენტარები