აქცია კაზრეთში

გურამ ოდიშარია კაზრეთში საპროტესტო აქციის მონაწილეებს ხვდება

კულტურის და ძელთა დაცვის მინისტრი, გურამ ოდიშარია, კაზრეთში ჩავიდა, სადაც ის საყდრისის დაცვისთვის მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებს შეხვდა. მისი განცხადებით სამინისტრო აპირებს ყოველდღიური მონიტორინგი აწარმოოს ადგილზე. 

"თუ მუჰამედი არ მიდის მთასთან, მაშინ მთა მიდის მუჰამედთან... ძეგლთა დაცვის სააგენტოს მიღებული აქვს დავალება, აწარმოოს ყოველდღიური მონიტორინგი. ამასთან, გაიმართება ყოველდღიური ბრიფინგები იმასთან დაკავშირებით, ადგება თუ არა ყოფილ ძეგლს რაიმე ზიანი. ამასთან, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ბორცვს სადემარკაციო ხაზი შემოვავლოთ, რათა ის იყოს ხელშეუხებელი და დაცული", - განაცხადა ოდიშარიამ. 

მისივე თქმით, უცხოელი ექსპერტების დახმარებით მოხდება ადგილზე სიტუაციის შესწავლა.

 "ჩვენ ველოდებით უცხოელ ექსპერტებს, რომლებთან მოლაპარაკებებსაც აწარმოებს სააგენტოს ხელმძღვანელი. გარდა ამისა, მონიტორინგის შედეგები, რომელიც ყოველდღიურად განხორციელდება, იქნება საჯარო. პერიოდულად ჩვენ გავმართავთ ბრიფინგებს, თუმცა მე აღვნიშნავ, რომ ზუსტად იმ ადგილას, იმ გვირაბში ვიმყოფებოდი, საიდანაც შემდეგ გაჩნდა გვირაბები და სწორედ ამ საკითხზე მოგვიწია აქ შეხვედრა. მინდა აღვნიშნო, რომ იგივე მდგომარეობა დამხვდა. მინდოდა ეს ყველაფერი თქვენთვისაც მეჩვენებინა, თუმცა, ვინაიდან ადგილზე არ შემხვდით, გადავწყვიტე აქ მოვსულიყავი და გაგსაუბრებოდით" - აღნიშნა მინისტრმა. 

 

კომენტარები