რელიგიური დღესასწაულები

ომბუდსმენი ებრაელებს ფესახს, ეგვიპტელთაგან თავდახსნის დღესასწაულს ულოცავს

ფესახი
rabbisacks.org

საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ებრაელ ხალხს ფესახის დღესასწაულს ულოცავს, მილოცვის ტექსტი ომბუდსმენის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

”დღეს, 14 აპრილს, ებრაელთა უდიდესი დღესასწაული, ფესახი დაიწყო.

ფესახი (პასექი) ებრაელი ხალხის ეგვიპტელთა მონობისგან თავის დაღწევას აღნიშნავს და კაცობრიობას თავისუფლების სიყვარულისა და ერთგულების მაგალითს უჩვენებს. ამ დღეს მორწმუნეები ფიზიკური და სულიერი გადარჩენის ნიშნად უფლისგან მოსულ ხსნას ზეიმობენ და იერუსალიმის ტაძარს მოილოცავენ.

ვულოცავ ებრაელ ხალხს ამ დიდ დღესასწაულს და სიკეთეს და მშვიდობას ვუსურვებ”! - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები