რასმუსენის განცხადება

რასმუსენი: სეპარატისტებს იგივე უნიფორმები აცვიათ, რაც ყირიმის ანექსიის დროს

NATO-ს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი აღმოსავლეთ უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამს.

„პრორუსულად განწყობილი სეპარატისტების მხრიდან, რომელთაც  უკრაინის სუვერენული სახელმწიფოს დესტაბილიზაცია სურთ, ძალადობის კამპანიას ვხედავთ. რუსული იარაღით შეიარაღებული ადამიანების გამოჩენა, რომელთაც იგივე უნიფორმები აცვიათ, რაც ყირიმის უკანონო და არალეგიტიმური ანექსიის დროს რუს სამხედროებს ეცვათ,  მოვლენების მძიმე განვითარების შესახებ მიუთითებს“, - ნათქვამია რასმუსენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რასმუსენი რუსეთს კრიზისის დეესკალაციისკენ მოუწოდებს და მიმართავს, რომ  უკრაინიდან დიდი რაოდენობით სამხედროები და სპეციალური დანიშნულების ძალები გაიყვანოს.

კომენტარები