სატელეფონო საუბარი

მაკკეინი საქართველოს MAP-ის მინიჭებაში მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს

საქართველოს თავდაცვის  მინისტრი ირაკლი ალასანია და ამერიკელ სენატორს ჯონ მაკკეინს ტელეფონით ესაუბრა, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ალასანიამ და მაკკეინმა ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების, რეგიონული უსაფრთხოების, ასევე თავდაცვის სფეროში აშშ-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. სენატორი საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას და ნატო-ს სამიტზე საქართველოსათვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭებას მხარს მტკიცედ უჭერს. მაკკეინი აღნიშნავს, რომ ამ მიზნების მისაღწევად  ძალისხმევას არ დაიშურებს.

კომენტარები