თეორემა

კოლაბორაციონიზმის საფრთხის შესახებ

რამდენიმე დღის წინ, ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა არ დაუშვებს მეხუთე კოლონის ჩამოყალიბებას. თავდაცვის მინისტრმა შეშფოთება გამოთქვა, რომ სოკოებივით მრავლდებიან პრო-რუსული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მინისტრისვე თქმით რუსეთიდან ფინანსდებიან.

ალასანიას ფიცს ვიწამებდით, მისი ბოლო რომ არ გვაკვირვებდეს.

შოთა აფხაიძე, გიორგი გაბედავა, ტრისტან წითელაშვილი, ემზარ კვიციანი - ეს ძალიან მცირე ნაწილია იმ ადამიანებისა, რომლებიც ალასანიას პოლიტიკურმა ძალამ უკვე შერაცხა, ან ახლა უპირებს პოლიტდევნილად შერაცხვას. გმირის სტატუსის მქონენი ღიად უჭერენ მხარს პუტინის პოლიტიკას, ახდენენ პროდასავლური ძალების დისკრედიტაციას, არბევენ რელიგიურ და სექსუალურ უმცირესობებს და აღვივებენ შუღლს, ზუსტად ისე, როგორც პუტინის რუსეთში.

13 მაისს, 16 საათზე, მთავრობის კანცელარიასთან საზოგადოება "ივერია" აქციას აწყობს კოლაბორაციონიზმის წინააღმდეგ. რატომ მიიქცია აქციის ორგანიზატორთა ყურადღება ამ საკითხმა ახლა, რამდენად რეალურია რუსული გავლენის გაძლიერების საფრთხე.

კომენტარები