ხიდაშელი: ჩემთვის ნაციონალური მოძრაობა პოლიტიკური მკვდარია

40 წლის ვარ და ასე ვიცი, რომ მკვდრები არ ცოცხლდებიან და ჩემთვის ნაციონალური მოძრაობა პოლიტიკური მკვდარია, პოლიტიკურად გარდაცვლილია უკვე და ამიტომ მიცვალებულების არ მეშინია, ბავშვობაშიც არ მეშინოდა და არც ახლა არ მეშინია და არ ველოდები მათი მხრიდან რაიმე განსაკუთრებულ გააქტიურებას.

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, თინა ხიდაშელი, რუსთავი 2-ის ეთერში, თოქშოუ არჩევანში, კომენტარს აკეთებს შინაგან საქმეთა მინისტრის, ალექსანდრე ჭიკაიძის, ნათქვამზე, რომ ნაციონალური მოძრაობა საქართველოში ევრომაიდნის მოწყობასა და დესტაბილიზაციას გეგმავს.

კომენტარები