თბილისის იუსტიციის სახლი

თბილისის იუსტიციის სახლი 7 აპრილიდან მუშაობას განაახლებს

ბიზნესის რეგისტრირება იუსტიციის სახლში ხდება
notary.ge

თბილისის იუსტიციის სახლი ხვალიდან, 7აპრილიდან,  მუშაობას განაახლებს და მომხმარებელს მომსახურებას კვლავ ერთ სივრცეში შესთავაზებს.

ხვალიდან ყველა მომხმარებელმა, იუსტიციის სახლის 300-ზე მეტი სერვისის მისაღებად, მხოლოდ თბილისის იუსტიციის სახლში უნდა მიმართოს. იუსტიციის სახლი კვლავინდებურად, ყოველდღე, 09:00-დან 18:00 საათამდე იმუშავებს. პარალელურ რეჟიმში მუშობას შეწყვეტს სამივე დროებითი ფილიალი, რომლებიც საგანგებოდ იუსტიციის სახლში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობისას გაიხსნა.

"იუსტიციის სახლში სარემონტო სამუშაოების განხორციელება ძლიერი ქარის გამო სახურავის მე-7 პეტლის დაზიანების შემდეგ გახდა საჭირო. შეკეთდა და გამაგრდა სახურავის კონსტრუქციის როგორც გარე, ისე შიდა მონაკვეთი. განხორციელდა სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოები, დადუღდა ასეულობით გაუმაგრებელი წერტილი. ექსპერტების შეფასებით, იუსტიციის სახლის სახურავი სარემონტო სამუშაოების შემდეგ სრულებით უსაფრთხოა, როგორც იუსტიციის სახლის მომსახურე პერსონალისთვის, ისე მომხმარებლისთვის" - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებულ პრესრელიზში. 

შეგახსენებთ, რომ 2013 წლის 3 დეკემბერს ძლიერი ქარის გამო, იუსტიციის სახურავის ნაწილი ჩამოიშალა. 

კომენტარები