საფრანგეთის პრემიერმინისტრი ჟან-მარკ აირო გადადგა. მას შემდეგ, რაც ადგილობრივ არჩევნებში მმართველი სოციალისტური პარტია დამარცხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი აიროს შემცვლელად ამჟამინდელ შინაგან საქმეთა მინისტრ მანუელ ვალსის დანიშვნას აპირებს.
ფრანსუა ოლანდი ახალი პრემიერის ვინაობას დღესვე დაასახელებს.





