აქცია პუშიკინის სკვერში

პოლიციამ ტაბულას ჟურნალისტს გადაღების საშუალება არ მისცა

ტაბულა

პუშკინის სკვერში რუსეთის მხარდამჭერ აქციაზე რამდენიმე პირის დაკავებისას პოლიციამ ტელეკომპანია ტაბულას ჟურნალისტს გადაღების საშუალება არ მისცა. პოლიციის თანამშრომლებმა ჟურნალისტი ძალის გამოყენებით გაიყვანეს შემთხვევის ადგილიდან.

რუსეთის მხარდამჭერი აქცია თბილისის ცენტრში დაპირისპირებით დაიწყო.

აქციას არასამთავრობო ორგანიზაცია - დედამიწა ჩვენი სახლია მართავდა. მათ რუსეთის დროშა გაშალეს და პუტინს მხარდაჭერა გამოუცხადეს, ამერიკა კი გააკრიტიკეს. რუსეთის პოლიტიკის გასაპროტესტებლად კონტრაქციის გამართვას ცდილობდნენ თავისუფალი ზონის წევრები, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. 

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია აქციის 3 მონაწილე.

როგორც ტაბულას თავისუფალი ზონის წევრებმა განუცხადეს, პოლიციამ მათი ორგანიზაციის წევრი გიორგი რუხაია აიყვანა. ასევე დაკავებულია ცოტნე მამულაშვილი.

კომენტარები