ფადი ასლი: თოფაძის ქარხანაში ვირთხებიც კი აირწინაღებით დარბიან

სასაცილოდ მიმაჩნია, რომ ისეთი ადამიანი, როგორიც არის გოგი თოფაძე საუბრობს პროდუქციის ხარისხზე.  ეს არის ადამიანი, ვინც ჩემი აზრით, მსოფლიოში ყველაზე ცუდ ლუდს აწარმოებს, კაცი, რომლის ქარხანაში ვირთხებიც კი აირწინაღებით დადიან, რომ არ დაიხრჩონ, აი ასეთი კაცი რომ პროდუქციის ხარისხზე საუბრობს. ის ფაქტი, რომ გოგი თოფაძეს მიაჩნია რომ მე ვარ თაღლითი, მისი მორალისა და ისტორიის გათვალისწინებით, თუ როგორ მოატყუა მან თავისი ფრანგი პარტნიორები, კასტელი, რომელთაც შემდგომ მას უჩივლეს - ჩემთვის პატივია. გოგი თოფაძის მიერ ჩემთვის თაღლითად მოხსენიება არის ყველაზე დიდი კომპლიმენტი, რომელზეც შემიძლია ვიოცნებო და მადლობას ვუხდი მას ამისთვის. და ძალიან მეცინება როდესაც თოფაძე ლაპარაკობს გენმოდიფიცირებულ პროდუქტებზე, იმისი გათვალისწინებით რა სისულელეებს ლაპარაკობს, მგონი ერთადერთი გენმოდიფიცირებული ორგანიზმი საქართველოში თავად არის. 

კომენტარები