დიდი რვიანის სამიტი

ფაბიუსი: გადავწყვიტეთ, რუსეთს დიდი რვიანის წევრობა შევუჩეროთ

chooff.fr

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ლორან ფაბიუსის თქმით, დიდი რვიანის ლიდერებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რუსეთს ორგანიზაციის წევრობა შეუჩერონ, უკრაინაში შექმნილი დაძაბულობისა და ყირიმში შეჭრის გამო.

”გადავწყვიტეთ, შევუჩეროთ რუსეთს ორგანიზაციის წევრობა. ეს იმას ნიშნავს, რომ 7 წამყვანი ქვეყანა რუსეთის გარეშე იქნება გაერთიანებული”, - თქვა ფაბიუსმა.

Associated Press-ის ცნობით, ორგანიზაციის დანარჩენმა შვიდმა წევრმა უკვე შეაჩერა მზადება დიდი რვიანის სამიტისთვის, რომელიც რუსეთს ივნისში სოჭში უნდა ჩაეტარებინა.

 

 

 

კომენტარები