საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი რუმინეთის პრემიერს შეხვდა

facebook.com/Margvelashvili

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში საქართველოში ვიზიტად მყოფი რუმინეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ პონტა მიიღო.შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. საუბარი შეეხო ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის მნიშვნელობას.

"რუმინეთი მხარს უჭერს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ გვაქვს კულტურული და ეკონომიკური კავშირები. განვიხილეთ ამ კავშირების გაღრმავება და შემდგომ გაგრძელების აუცილებლობა. საუბარი ასევე შეეხო ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერასა და შემდგომ ნაბიჯებს. ხელმოწერის შემდეგ დგება პერიოდი ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტებში მისი რატიფიცირებისა. ამ პროცესის დაჩქარება უკვე ჩვენი დღევანდელი სამუშაო დღის წესრიგის საკითხია", – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში გაიმართა და მას პრეზიდენტთან ერთად ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში ივანე მაჭავარიანი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა აბაშიძე დაესწრნენ.

 

კომენტარები